დღეიდან დედაქალაქს 314 ნომერ მარშრუტზე ახალი ავტობუსები მოემსახურება. აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდა, რაც 162 მგზავრზეა გათვლილი. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, ასევე, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ავტობუსებში განთავსებულია მობილურის დასატენი წერტილები და WIFI მოწყობილობა.