საქართველოს პრეზიდენტმა საუკეთესო სტუდენტური თარგმანისათვის ,,ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა, მთარგმნელობითი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატება უსურვა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და ჯილდოები ახალგაზრდებს პრეზიდენტმა პირადად გადასცა. კონკურსი 2021 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაარსდა