დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის, 6 მილიონ ლარამდე ღირებულების, საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა. ხელშეკრულებები დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საოპერაციო ხარჯებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. დაცული ტერიტორიების სააგენტო კავკასიის ბუნების ფონდთან რამდენიმე წელია წარმატებით თანამშრომლობს როგორც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერების და თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლების მიმართულებით. შედეგად, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მრავალი წარმატებული ინიციატივა განხორციელდა.