საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვინ გახდება ჯანდაცვის მინისტრი.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, პრემიერი ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატის გარდა კიდევ 2 პოზიციაზე წარადგენს კანდიდატურას, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.
„გადაწყვეტილება მიღებულია არამხოლოდ ჯანდაცვის მინისტრზე, არამედ თუ არ ვცდები, ორ მაღალ პოზიციაზე. ამის შესახებ პრემიერი თავადვე განაცხადებს, ჩემი ვარაუდით ეს იქნება მთავრობის სხდომაზე. ჯანდაცვის მინისტრზე ინტენსიური კონსულტაციები გვქონდა. ერთი ადმინისტრაციის უფროსია, თუ არ გამოუცხადებია“, - აღნიშნა მდინარაძემ.