სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ბორჯომში ტრენინგ-სემინარი „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“ გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. თეა ახვლედიანმა აქცენტი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესში ქალების მხარდაჭერის, მათი როლისა და ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში დაგეგმილი ყველა ამოცანა პრიორიტეტულად განიხილავს ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების თემატიკას.