ისლანდიის პრეზიდენტის გუდნი იოჰანესონის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა ძირითადი ყურადღება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და საქართველოს ევროინტეგრაციაზე გაამახვილეს. როგორც მედიასთან გუდნი იოჰანესონმა განაცხადა, ის მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისლანდიის პრეზიდენტი სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად ოძისში საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდა.