რამდენად დიდი როლი ექნება საქართველოს პრეზიდენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში? საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციონერ დეპუტატებს არაერთგვაროვანი მოსაზრებები გააჩნიათ. ერთი ნაწილი ფიქრობს რომ სალომე ზურაბიშვილს მნიშვნელოვანი როლი ექნება და ოპოზიციური პარტიების გაძლიერებას ეცდება, თუმცა გამორიცხავენ რომ მან თანამდებობა დროზე ადრე დატოვოს და უშუალოდ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს რომ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ იმ ნაბიჯებს დგამს რომელიც მმართველ პარტიასთან შეთანხმებული იქნება.