“ანტიდასავლური პროპაგანდა 2022” - მედიის განვითარების ფონდმა ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე ანტიდასავლურ გზავნილებსა და პროპაგადის მეთოდებზე ისაუბრეს და წარსული გამოცდილების მაგალითზე მოსალოდნელი რისკები შეაფასეს. კვლევის ავტორების განმარტებით, ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში მეტად აქტუალური გახდება. მათივე განმარტებით, კვლევისას რამდენიმე ძირითადი საფრთხე გამოიკვეთა, ესენია: ომისა და რევოლუციის შიშების გაღვივება, რასაც რუსეთი ზემოქმედების მთავარ ინსტრუმენტად იყენებს.