საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კოდექსზე დადებული ვეტოს დასაძლევად ემზადება. მმართველი პარტიის აზრით, სალომე ზურაბიშვილის გეგმა საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და ე.წ. რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაა. „ქართული ოცნების“ ლიდერების ამ პოზიციას ხელისუფლების ოპონენტები გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, ხელისუფლება გამოგონილი ვერსიებით საზოგადოების დაბნევას ცდილობს.