ადვოკატთა ასოციაციამ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანსა და მის მოადგილეს, თამარ გვარამაძეს უმასპინძლა. ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჭეხანმა სტუმრებს ასოციაციაში იურიდიული პროფესიის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნეს. საუბარი, ასევე, სახალხო დამცველის საქმიანობასა და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვით კუთხით არსებულ მდგომარეობას შეეხო.
ასოციციის ინფორმაციითვე, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები და ფორმატები განიხილეს.