თუ რუსეთის შეჩერება არ მოხდება, იგი ახალი კონფლიქტების გაღვივებას გააგრძელებს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
მისი თქმით, შეკავების გარეშე კრემლი არასტაბილურობის ზონის გაფართოებას და ახალი კონფლიქტების გაღვივებას გააგრძელებს.
„აუცილებელია ამ ომში გადამწყვეტი გამარჯვება“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ დაწყებული ომი საერთაშორისო წესრიგის გამოწვევად იქცა და მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვის ხანგრძლივი მხარდაჭერა.