ჯო ბაიდენი, ხვალ, აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ კონგრესში „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიური მიმართვის დროს ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარების საკითხზეც ისაუბრებს. ოფიციალური ვაშინგტონის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებების დამატებითი დაფინანსების კანონპროექტზეც ისაუბრებს. აშშ-ის კონგრესში ჯო ბაიდენის გამოსვლა პარასკევს, თბილისის დროით, დილის 06:00 საათზე დაიწყება.