ჩინეთი 6 ევროპულ ქვეყანასთან 14 მარტიდან უვიზო რეჟიმს აწესებს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა. მისივე განცხადებით, ჩინეთი შვეიცარიის, ირლანდიის, უნგრეთის, ავსტრიის, ბელგიისა და ლუქსემბურგის მოქალაქებისთვის უვიზო რეჟიმს აამოქმედებს. მინისტრმა იმის იმედი გამოთქვა, რომ უვიზო რეჟიმის დაწესება ქვეყნებს შორის გადაადგილებას გამარტივებს. როგორც მან აღნიშნა, სავიზო რეჟიმის შემსუბუქება ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მგზავრობას კიდევ უფრო მეტად მოსახერხებელს გახდის და დაეხმარება, რომ ჩინეთში უცხოელმა ვიზიტორებმა თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში.