დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი თბილისში, მცირე მეწარმეს შეხვდა და პროდუქტებზე ფასების ზრდას ადგილზე გაეცნო. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პროდუქტების ფასის გაძვირება მეწარმეებისთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან მათი გაყიდვები შემცირდა. როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ფასები, ფაქტობრივად ორ ნახევარჯერ გაიზარდა. მისივე განცხადებით, აღნიშნული მოცემულობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა შეიცვალოს.