“ანტიდასავლური პროპაგანდა 2022” – „მედიის განვითარების ფონდი“ აღნიშნული ანგარიშის პრეზენტაციას ატარებს. შეხვედრაზე ანტიდასავლურ გზავნილებსა და პროპაგადის მეთოდებზე საუბრობენ და წარსული გამოცდილების მაგალითზე მოსალოდნელ რისკებს აფასებენ. კვლევის ავტორების მიაჩნიათ, რომ სწორედ ანტიდასავლური პროპაგანდაა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. მათ იმის მოლოდინი აქვთ, რომ ამ კუთხით ვითარება 2024 წლის არჩევნებამდე კიდევ უფრო მეტად გამწვავდება.