დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის დაპირისპირება და მისი გავლენა გლობალურ სამყაროსა და ძალთა ბალანსზე - ეს არის მთავარი თემა, რომელზეც დღეს რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე მსჯელობენ. ღონისძიება ისლანდიის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლით დაიწყო. გუდნი იეჰანესონის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ომი მთლიანად ევროპის თავისუფლებას საფრთხეში აყენებს. დისკუსიების მონაწილეების განცხადებით, იმის ფონზე, რომ დასავლეთი შავი ზღვის უსაფრთხოებას სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს, საქართველომ ეს საშუალება უნდა გამოიყენოს და ევრორეკომენდაციები შეასრულოს. რონდელის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება 250-ზე მეტ მონაწილე აშშ-დან, ევროკავშირიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.