კალიებთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ სპეციალიზებული ტექნიკა გადასცა. მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა საშუალებას მისცემს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს, კალიების მონიტორინგი დიდ ფართობზე ეფექტიანად აწარმოონ, რაც კალიების პოპულაციის მართვას ხელს შეუწყობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.