თბილისში რონდელის ფონდის მიერ ორგანიზებული უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს. პანელური დისკუსიების მეორე დღე კონფერენციაზე საპატიო სტუმრის რანგში მიწვეულმა, ისლანდიის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა გახსნა, რომელმაც წაიკითხა მოხსენება სახელწოდებით "პატარა სახელმწიფოები და დიდი შედეგი: ისლანდია საერთაშორისო ასპარეზზე". ორგანიზატორების განცხადებით, რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია არის მნიშვნელოვანი პლატფორმა რეგიონში, სადაც ინფორმაციაზე წვდომა პირველწყაროებიდანაა შესაძლებელი.