უკვე რამდენიმე დღეა, რაც საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო, პოლიტიკური დებატების მთავარი თემაა. მმართველი პარტიის ოპონენტები აცხადებენ, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ „ქართული ოცნებას" არჩევნებში დამარცხების ეშინია. საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უკვე პარლამენტშია. 11-გვერდიან დოკუმენტში სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ პრეზიდენტის როლი ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში შეზღუდულია. კიდევ რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.