2024 წლის არჩევნები, რუსული გავლენის ნიშნები ხელისუფლებაში და პოლიტიკური გეგმები - ეს იმ თემების ნაწილია, რომლებზეც სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთის თანხვედრაშია, თუმცა პრეზიდენტი აქვე იმასაც ამატებს, რომ ეს, შესაძლოა, იყოს სიფრთხილე ან პირადი მენტალობის თანხვედრა. სალომე ზურაბიშვილმა ასევე ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე და მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა. კიდევ რაზე გაამახვილა ყურადღება სალომე ზურაბიშვილმა.