ტულის ოლქის თავზე ორი უკრაინული დრონი განადგურდა. ინფორმაციას რუსული მედია ტულის ოლქის რეგიონული უსაფრთხოების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ თავდასხმას ინფრასტრუქტურის ნგრევა და მსხვერპლიც მოჰვყვა. რუსული მედია თითქმის ყოველდღე ავრცელებს ინფორმაციას ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე უკრაინული დრონებით თავდასხმის შესახებ. Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინის მოკავშირეებმა თითქმის შეაგროვეს საჭირო თანხა უკრაინისათვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად. როგორც სააგენტო აღნიშნავს, უკრაინამ ჭურვები რამდენიმე კვირაში შეიძლება მიიღოს. მიწოდების ზუსტი ვადა დამოკიდებული იქნება კონტრაქტებსა და მიწოდების განრიგზე.