პარლამენტის ნდობის ჯგუფში დაზვერვის სამსახურისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ანგარიშები მოისმინეს. დაზვერვის სამსახურის უფროსმა ინფორმაცია, ოპერატიული და ანალიტიკური საქმიანობის მიმართულებებით გადადგმულ ნაბიჯებზე წარმოადგინა. ნდობის ჯგუფის წევრებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილისგან და სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსისგან ინფორმაცია, უწყებაში განხორციელებულ პროექტებზე, ასევე საიდუმლო შესყიდვების შესახებაც მიიღეს. ნდობის ჯგუფი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტშია შექმნილი. მისი ფუნქციაა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემავალი უწყებების საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებზე ზედამხედველობა გაუწიოს.