პრეზიდენტის განცხადებებს ექსპერტებიც გამოეხმაურნენ. ისინი ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილისგან ახალი არაფერი მოისმინეს და მან კითხვებს მოზომილად უპასუხა. პოლიტიკის ექსპერტებისთვის პრეზიდენტის განცხადებები არ იყო მკაცრი, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება აღარ არის ისე ანტიევროპულად და ანტიდასავლურად განწყობილი, როგორც აქამდე იყო. ექსპერტების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე უშეცდომო იყოს. მათივე აზრით, მიუხედავად იმისა, დატოვებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი თანამდებობას ვადაზე ადრე, მას პროევროპული ძალების კონსოლიდაცია შეუძლია.