ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ეკონომიკა, ვაჭრობა და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც შალვა პაპუაშვილმა და ისლანდიის პრეზიდენტმა შეხვედრისას ისაუბრეს. პარლამენტიდან გუდნი იოჰანესონმა მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპასთან მეტად დაახლოვებაზე გაამახვილეს. დღესვე, ისლანდიის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. იოჰანესონმა რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგები საკუთარი თვალით ნახა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა