79 მომხრე არცერთო წინააღმდეგი - ამ შედეგით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო. ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკა სწორედ ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ ცვლილებებმა გამოიწვია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი არათუ პრემიერ-მინისტრმა არამედ პარლმანეტმა უნდა აირჩიოს. ქართულ ოცნებაში კი ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ. მათივე თქმით, ყველა ცვლილება 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ესადაგება.