რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე სამთო-გადამამუშავებელ ქარხანას დღეს უკვე მეორედ დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას კურსკის ოლქის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი ავრცელებს.
დღეს დილით, რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხაილოვსკის სამთო-გადამამუშავებელ ქარხანას დრონის გამოყენებით დაარტყეს.
დრონით განხორციელებული შეტევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კურსკის ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა და განაცხადა, რომ შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ცოტა ხნით ადრე, კურსკის ოლქში მდებარე სამთო-გადამამუშავებელ ქარხანაზე პირველი თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგად ცეცხლი საწვავის ავზს გაუჩნდა.
უკრაინული მედია დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შეტევა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ განხორციელდა.