სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 6 მარტიდან, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის, მიმდინარე სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიცბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე ირიცხებიან, აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები ან არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.