ჰააგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო. Reuters-ის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის შორი ავიაციისა და შავი ზღვის ფლოტის მეთაურების დაკავების ორდერი გასცა. გამოცემის ცნობით, სერგეი კობილაშსა და ვიქტორ სოკოლოვს, ბრალი, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე პერიოდში, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებში მონაწილეობაში ედებათ. ბრალდებულებს სასამართლო სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებში, სამოქალაქო პირების ან ობიექტებისთვის მიზანმიმართული ზიანის მიყენებასა და არაჰუმანურ მოქმედებებიში ადანაშაულებს.