ახლო აღმოსვლეთში ომი გრძელდება. ისრაელი ქალაქ რაფაჰში მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას აანონსებს. საერთაშორისო ორგანიზაციები ღაზაში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებასა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ. ამასთან, „ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს გააგრძელებს. ტერორისტული დაჯგუფების განცხადებით, მოლაპარაკებები კვლავ შუამავლების მეშვეობით წარიმართება. „ჰამასის“ ცნობითვე, ისრაელმა მის მოთხოვნებზე უარი თქვა. დაჯგუფება ხაზს უსვამს, რომ მათი მთავარი მიზანი პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტაა, რასაც ხელს ისრაელის მხრიდან ტერიტორიების ოკუპაცია უშლის.