ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრები საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელებს ხვდებიან. ღონისიებაზე მთავარი სასაუბრო თემა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, კერძოდ, ბიზნეს და ეკონომიკურ შესაძლებლობებიის საკითხებია. ასევე, მდგარდი ეკონომიკური განვითარებისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მნიშვნელობა. ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს ხელი შეუწყონ საქართველოს პროდასავლური მიმართულების მხარდაჭერას, რეგიონში ბიზნესის ზრდისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.