კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დეპუტატები პირველი მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, თუ პოლიტიკური პარტია ანტიკორუფციულ ბიუროს კანონით გათვალისწინებულ საფინანსო დეკლარაციას არ წარუდგენს ზედიზედ 2 წლის განმავლობაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე გააუქმოს ამ პარტიის რეგისტრაცია. ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკა ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ ცვლილებებმა გამოიწვია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი არა პრემიერ-მინისტრმა, არამედ პარლმანეტმა უნდა აირჩიოს. თავისმხირვ ქართულ ოცნებაში ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ. მათივე თქმით, ყველა ცვლილება ესადაგება 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.