სამართალდამცველებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელოში, სამი ადგილიდან, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, 54 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 256 000 ლარზე მეტია.