თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების საზღვაო გზით მისაწოდებლად, როგორც სამხედრო, ასევე კომერციულ ვარიანტებს განიხილავს. კირბის თქმით, საზღვაო მარშრუტს დახმარების მეტი მოცულობის გადატანა შეუძლია, თუმცა ის ლოჯისტიკურად უფრო მძიმეა. მისივე განმარტებით, ღაზას სექტორისთვის დახმარების მისაწოდებლად სატვირთო მანქანები საუკეთესო გზაა. კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელმა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მისაწოდებლად მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას.