ამერიკის შეერთებულ შტატებში „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ შიდა პარტიული არჩევნები, ე.წ. სუპერ სამშაბათი მიმდინარეობს. CNN-ის ინფორმაციით, შტატების უმეტესობაში საარჩევნო უბნები დახურულია. ამ დროისთვის, კენჭისყრა ათზე მეტ შტატში უკვე დასრულებულია. CNN-ის პროგნოზების თანახმად, დონალდ ტრამპმა გამარჯვება ალაბამაში, ვირჯინიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ტენესში, ოკლაჰომაში, მეინიში, არკანზასსა და ტეხასში მოიპოვა. CNN-ის პროგნოზით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ჯო ბაიდენი ალაბამაში, აიოვაში, ვერმონტში, ვირჯინიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში და მასაჩუსეტსში ლიდერობს. შეგახსენებთ, „სუპერ სამშაბათის“ დროს „დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავიანთ კანდიდატებს 15 შტატში ირჩევენ.