გაგრძელდება თუ არა საკადრო ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში - მას შემდეგ რაც ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ოპოზიცია კიდევ ერთ ცვლილებაზე ალაპარაკდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იუსტიციის მინისტრზე მიანიშნებენ და ამბობენ, რომ მიზეზი ქართულ ოცნებაში არსებული ე.წ კლანური დაპირისპირებაა. ამბობენ, რომ პრემიერი კობახიძე მინისტრთა კაბინეტს, სანდო პირებით აკომპლექტებს. ამ არგუმენტს არ იზიარებს ქართული ოცნება, რომელიც გუნდში დაპირისპირებას გამორიცხავს.