ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ კაიროში გამართული მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი წარუმატებლად დასრულდა. „ჰამასის“ ოფიციალურის წარმოამდგენლის ბასემ ნაიმის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეთანხმების მიღწევა არ სურს და ახლა მხოლოდ ამერიკელების შეუძლიათ მასზე ზეწოლა მოახდინონ. ბასემ ნაიმმა აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ მოლაპარაკებების დროს შუამავლებს თავისი წინადადება წარუდგინა. ისრაელმა კაიროში გამართული მოლაპარაკებების შესახებ ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. პარალელურად კი, ისრაელის ე.წ. ომის კაბინეტის წევრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენი განცი აცხადებს, რომ ისრაელი მზადაა ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ საბოლოოდ გაანადგუროს.