ნიკა მელიამ თავისი ახალი პარტიის საარჩევნო ნომერი გაასაჯაროვა. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, 2024 წლის არჩევნებზე ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად , გარდამტეხი ცვლილებები მოხდება. მელიას სჯერა, რომ 4-იანი უახლოეს მომავალში, ბრძოლისა და გამარჯვების სიმბოლო გახდება, რომელიც დიდი ხნით დაიმკვიდრებს თავს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ნიკა მელიას პოლიტიკურ აქტივობას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში. განცხადება გააკეთა, ქვეყნის პრემიერმაც. ირაკლი კობახიძის თქმით, მელიას პოლიტიკური მომავალი ისეთივე ბნელი და მძიმე, იქნება როგორიც იყო მისი პოლიტიკური წარსული. თემაზე ვრცლად სალომე ჯაფარიძე ისაუბრებს.