როგორ შეიცვლება დედაქალაქში სატრანსპორტო სურათი წლის ბოლომდე და მომავალი 20 წლის განმავლობაში. მოკლევადიან პერსპექტივაში დედაქალაქის მერია მაღალი ტევადობის ავტობუსებით კიდევ არა ერთი სატრანსპორტო დერეფნის ათვისებას გეგმავს. თუმცა აქვე ისმის შეკითხვა, მოაგვარებს თუ არა 18 მეტრიანი ავტობუსების სიმრავლე ქალაქში ისეთ პრობლემას, როგორიცაა მგზავრისთვის ავტობუსის მოცდის დრო და საცობით გამოწვეული დისკომფორტი, რადგან ე.წ. ბას ლეინების გარდა ავტობუსებს ჩვეულებრივი საპტრანსპორტო დერეფნებით გადაადგილებაც უწევთ, რაც ხშირ შემთხვევაში მათი დაგვიანების ძირითადი მიზეზია. უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში კი ქალაქს ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა ექნება, მათ შორის განიხილება ისეთი უპრეცედენტო პროექტის შესაძლებლობაც, როგორიცაა სარკინიგზო მიმოსვლა დიდ დიღომსა და ქალაქის დანარჩენ უბნებს შორის.