საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი შემოვიდა. ხომალდის ეკიპაჟის წევრებს, ბათუმის პორტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, რამაზ პაპიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი დახვდნენ. ღონისძიებას საქართველოში თურქეთის ელჩი, ალი ქაან ორბაი, ბათუმში გენერალური კონსული, რიზა ქაღან ილმაზი, თურქეთის სამხედრო ატაშე, ილჰან ოქთენდურალი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. თურქული ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 10 მარტს დატოვებს.