სასტუმრო პარაგრაფში საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშისა და მიმდინარე წლის გეგმების პრეზენტაცია მიმდინარეობს. ღონისძიებაზე საქარართველოს პრემიერ მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებიან. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაში რეკორდული შედეგი დაფიქსრიდა. მისივე თქმით, ქვეყანამ ტურიზმიდან 4 მილიარდზე მეტი დოლარის შემოსავალი მიიღო.