ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრის, ბასემ ნაიმის განცხადებით, არ არსებობს გზა ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლების ბედის დასადგენად, სანამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ მიიღწევა. მისივე თქმით, ისრაელელი პატიმრების ბედის შესახებ რაიმე დეტალის ცოდნა შეუძლებელია, რადგან ისინი სხვადასხვა ადგილებზე იმყოფებიან. ასევე მათი ბედი დაბომბვისა და შიმშილის პირობებში დაუდგენელია, რის გამოც ცეცხლის შეწყეტის შესახებ შეთანხმება აუცილებელი ნაბიჯია. ისრაელის მთავრობაში თვლიან, რომ ამ დროისთვის ღაზაში „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული 130 მძევალი იმყოფება და მათგან 99 ცოცხალია.