„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით რეგიონებში ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს. ისინი აღნიშნულ ხელმოწერებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ პარტიამ ამ დროისთვის უკვე ასი ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა, თუმცა, მისივე თქმით კამპანია რეგიონებში კიდევ გრძელდება.