ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დეპუტატებმა ჯერ საპროცედურო საკითხთა შემდეგ კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით მიიღეს. ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკა ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ ცვლილებებმა გამოიწვია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი არათუ პრემიერ-მინისტრმა არამედ პარლმანეტმა უნდა აირჩიოს. მეტიც ოპოზიციონერი დეპუტატები თვლიან რომ ქართულ ოცნებას ანტიკორუფციული ბიუროს რეპრესიულ სტრუქტურად ჩამოყალიბება სურს. თავისმხირვ მმართველ გუნდში კი ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ.