დონალდ ტრამპი, კოლუმბიის ოლქში, „რესპუბლიკელების“ პრაიმერიზში, ნიკი ჰეილის გამარჯვებას ეხმაურება. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა კოლუმბიის ოლქს „ჭაობი" უწოდა და პირობა დადო, რომ 5 მარტს, როდესაც 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე შიდაპარტიული არჩევნები გაიმართება, დიდ გამარჯვებებს მოიპოვებს. შეგახსენებთ, ნიკი ჰეილიმ ვაშინგტონის პრაიმერიზში დონალდ ტრამპი დაამარცხა. ტრამპმა დღემდე 8 პრაიმერიზში, მათ შორის, ბოლოს მიჩიგანის, მისურისა და აიდაჰოს შტატებში გაიმარჯვა. ე.წ. სუპერ სამშაბათი 5 მარტს გაიმართება, ის „რესპუბლიკელების“ შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე დიდი დღეა.