ყაზახეთში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. „როიტერის“ ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი ალმათი იყო. ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიწისძვრა მეზობელი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკშიც იგრძნობოდა. ამ დროისთვის ნგრევისა და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.