ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის შემდეგ ახლა უკვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკა ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ ცვლილებებმა გამოიწვია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი არათუ პრემიერ-მინისტრმა არამედ პარლმანეტმა უნდა აირჩიოს. მეტიც ოპოზიციონერი დეპუტატები თვლიან რომ ქართულ ოცნებას ანტიკორუფციული ბიუროს რეპრესიულ სტრუქტურად ჩამოყალიბება სურს. თავისმხირვ მმართველ გუნდში კი ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ. რა განცხადებები კეთდება