ოპოზიცია კვლავ აკრიტიკებს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ე. წ. „ფსევდო ლიბერალური იდეოლოგიისა და მისი მავნე შედეგებისგან დაცვას უკავშირდება. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ მსგავსი თემებით სპეკულირებს. ისინი ხელისუფლებას იმ პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებენ, რომელიც, როგორც თავად ამბობენ, საზოგადოებას რეალურად აწუხებს. „ქართული ოცნებაში“ კი თვლიან, რომ ამ კანონპროექტით ანტიეროვნული და ანტიადამიანური პროპაგანდისგან ახალგაზრდა თაობას დაიცავენ.