საკანონმდებლო ინიციატივას, ფსევდო ლიბერალური იდეოლოგიისა და მისი მავნე შედეგებისგან დაცვასთან დაკავშირებით ოპოზიცია კვლავ აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ ამგვარი თემებით სპეკულირებს და მმართველი პარტია რეალობას ვეღარ აღიქვმას. ისინი მმართველ პარტიას გამოგონილი პრობლემების მოგმვარების ნაცვლად იმ პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებენ, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ქართული ოცნება კი თვლის, რომ ამ კანონპროექტით მოხდება ახალგაზრდა თაობის დაცვა, ანტიეროვნული და ანტიადამიანური პროპაგანდისგან. სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, საქართველოში კონსერვატიული საზოგადოებაა, რომელსაც სწორი გააზრება და დაცვა სჭირდება.