თუ ისრაელი დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, ეს გახსნის გზას შეთანხმების მიღწევისთვის მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში. ამის შესახებ „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა.
„ჰამასის“ მოთხოვნები მოიცავს ღაზიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ანკლავისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას.
გავრცელებული ინფორმაციით, ელჩები აშშ-დან, კატარიდან და „ჰამასიდან“ კაიროში ჩავიდნენ, სადაც მხარეები ცდილობენ მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას რამადანამდე (მუსლიმთა მარხვის თვე), რომელიც 10-11 მარტს იწყება.