აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად, დედის დღე ახალშობილი ტყუპის დედას მიულოცა.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალშობილები პროგრამა - "უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობის" ფარგლებში დაიბადნენ.
„პროგრამა აჭარაში 2022 წლის ივლისში ამოქმედდა და მისი მიზანი უშვილო ოჯახების რიცხვის შემცირება და დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუმჯობესება იყო.
პროგრამის ფარგლებში, დაიბადა 16 ახალშობილი, ამჟამად ორსულადაა 14 ქალი.
აღნიშნულ ოჯახებს აჭარის მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დამატებით მედიკამენტების, ბავშვთა მოვლისა და კვების ვაუჩერები გადაეცა.
2024 წელს გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი და გაფართოვდა მოსარგებლეთა წრე. პროგრამით სარგებლობა შეუძლია 300 000-ამდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.